ვანის N1 სკოლის მოსწავლეებმა საზოგადოებას გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის იუბილე შთამბეჭდავი წარმოდგენით მიულოცეს
22-11-2021
ვანის N1 საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის იუბილე აღნიშნეს. მოსწავლეებმა ბუმბერაზი პოეტის დაბადების დღ სრულიად საქართველოს მიულოცეს. 

„17 ნოემბერს ნამდვილი ზეიმი იყო ქალაქ ვანის N1 საჯარო სკოლაში. გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე სრულიად საქართველოს მიულოცეს ვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

ნოემბრის თბილი დღე მისმა პოეზიამ კიდევ უფრო მიმზიდველი, ჯადოსნური და ამაღელვებელი გახადა.

17 ნოემბერს ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც ესტუმრნენ გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმს და საინტერესო წარმოდგენით გადმოგვცეს ამ დღის ჯადოსნური მუხტი“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:













 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203