თხილნარის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმული აგარის სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს
მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ აგარის სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის შესახებ ისაუბრეს და მას სხვადასხვა აქტივობა მიუძღვნეს.სკოლაში წელიწადის ამ დროს საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი მიეძღვნა. ასევე, მოეწყო კუთხე, სადაც შემოდგომის ნობათი განათავსეს, მოსწავლეებმა თემატური სამოსი მოირგეს და შემოდგომა ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით აღნიშნეს.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი ინტერესით, ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.
მოსწავლეებს პედაგოგები მზიური ბოლქვაძე და მადონა ცეცხლაძე ხელმძღვანელობდნენ.
„-რატომ ქვია ჭირნახული?
კითხვის პასუხად ერთი დღით გავხდით დიდები, გავერთეთ, მოვირგეთ მშობლების ტანსაცმელი და ....
ჩვენი ხელით შესრულებული და თვალით დანახული შემოდგომა სოფლად!“,- აღნიშნავენ მოსწავლეები.
იხილეთ ვიდეო: