მუხრანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტიქიური მოვლენების შესახებ საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად დიდი ინტერესითა და მონდომებით ასრულებენ.ამჯერად, VI
ბ კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება ბუნებისმეტყველებაში შეასრულეს.
დავალების სახელწოდება „სტიქიური მოვლენები“ იყო. ის მოსწავლეებმა განსაკუთრებული ყურადღებითა და მონდომებით შეასრულეს, რითაც საზოგადოების მოწონებაც დაიმსახურეს.
მათი კლასის ხელმძღვანელი მთვარისა თალაკვაძეა.
„მისასალმებელია, რომ მოზარდების მიერ მომზადებული სტიქიური მოვლენების მაკეტებით სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ნაშრომების კოლექცია გაამდიდრდა. აღსანიშნავია, რომ მათ ამ აქტივობით შემოქმედებითი ნიჭი და უნარები მაქსიმალურად გამოავლინეს.
თითქმის ყველა ნამუშევარმა როგორც ბუნებისმეტყველების პედაგოგის ლია ღვედიშვილის, ასევე საზოგადოებრივი მეცნიერებათა კათედრის პედაგოგების დიდი მოწონება დაიმსახურა“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: