ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა - „ჭკვიანი ძაღლები“ განიხილეს
22-11-2021
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „ჭკვიანი ძაღლები“ განიხილეს.
მათ ამ თემით სკოლის დამკვირვებელ პედაგოგთა ჯგუფს უმასპინძლეს.
მესამეკლასელებმა აღწერეს ძაღლი, როგორც ერთბული მეგობარი და ამ საკითხის ირგვლივ საინტერესოდ ისაუბრეს.
„პატარებმა შეძლეს ემოციურად ესაუბრათ ძაღლის, როგორც ადამიანის ყველაზე საიმედო და ერთგული მეგობრის იმ სასიკეთო საქმეების შესახებ, დიდმა იაკობმა ჯადოსნური სიტყვებითა და ლამაზი ფერებით რომ აღწერა. შეძლეს საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბების საფუძველზე, გამოეხატათ კეთილგანწყობა შინაური ცხოველების, როგორც სულიერი არსებების მიმართ“,- წერია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს