თახჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ყველა რეგულაციას ზედმიწევნით იცავენ
22-11-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თახჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ყველა შესაბამის რეგულაციას ზედმიწევნით იცავენ.

როგორც სკოლის დირექტორი გაიანე მიქაელიანი ამბობს, მათი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, ამიტომაც რეგულაციების დაცვა მარტივია. 

დირექტორი ელექტრონული ჟურნალის გამოყენების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მას პედაგოგები აქტიურად იყენებენ, თუმცა პრობლემას ინტერნეტის საკითხი ქმნის.

„მცირეკონტინგენტია სკოლაა, აქ რეგულაციების დაცვა მარტივია.
ელქტრონულ ჟურნალს რაც შეეხება, ყველაფერი კარგადაა, ინტერნეტის პრობლემაა ხშირად, მაგრამ, სხვა მხრივ, მიეჩვივნენ და მუშაობენ“,- ამბობს სკოლის დირექტორი გაიანე მიქაელიანი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203