უშგულის, ეცერის, ჭუბერის, ლახამულას, ბეჩოს, ნაკრის და მესტიის N3 საჯარო სკოლების მოსწავლეები ნახატების კონკურსში მონაწილეობდნენ
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის, ეცერის, ჭუბერის, ლახამულას, ბეჩოს, ნაკრის და მესტიის N3 საჯარო სკოლების მოსწავლეები ნახატების კონკურსში მონაწილეობდნენ. კონკურსს, რომელშიც მოსწავლეები მონაწილეობდნენ „მიშგუ შვან - ჩემი სვანეთი“ ერქვა და თემატიკაც შესაბამისი იყო.
ნახატების კონკურსის ფარგლებში სულ 34 ნამუშევარი შეიქმნა და მათი რაოდენობა ასე გადანაწილდა:
- უშგულის სკოლა - 13 ნახატი;
- ეცერის სკოლა - 7 ნახატი;
- ჭუბერის სკოლა - 5 ნახატი;
- ლახამულას სკოლა - 3 ნახატი;
- მესტიის N3 სკოლა - 3 ნახატი;
- ბეჩოს სკოლა - 2 ნახატი;
- ნაკრის სკოლა - 1 ნახატი.
ნახატებს ფერმწერი და ილუსტრატორი ნინო ჩაკვეტაძე შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს.
იგი ყველა მონაწილეს თავისი ხელმოწერილი საავტორო გასაფერადებლებით დაასაჩუქრებს, გამარჯვებულებს კი დამატებით პრიზებს გადასცემს.
იხილეთ ფოტოები: