ვაზიანის საჯარო სკოლაში „ყურძნის ფესტივალი“ გაიმართა
22-11-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში „ყურძნის ფესტივალი“ გაიმართა. 

მასში ჩართული იყვნენ როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო კლასების მოსწავლეები. 

მათ პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში კუთხე მოაწყვეს, სადაც შემოდგომის ნობათი - ხილი და ყურძენი, განათავსეს. 

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნერნ.

„სკოლაში გაიმართა ღონისძიება „ყურძნის ფესტივალი“. აქტივობაში ჩართულნი იყვნენ როგორც დაწყებითი, ასევე საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები. მასწავლებელთა და მოსწავლეთა ძალისხმევით, მოეწყო საშემოდგომო კუთხე, გამოიფინა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი და ხილი. 
განსაკუთრებული ჟრიამულით შეხმდენენ მოსწავლეები ჩურჩხელის ამოვლების პროცესს“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203