„ოქროსფერი შემოდგომა“ - მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება
22-11-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და წარმოადგინეს, თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.

სკოლის დირექცია მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და დამრიგებლებს ლამაზი ღონისძიებისთვის მადლობას უხდის. 

„ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გადაგვიშალეს შემოდგომის ულამაზესი სურათები. მადლობას ვუხდით პატარებს და მშობლებს ლამაზი საღამოს მოწყობისთვის. წარმატებები კლასის დამრიგებლებს პედაგოგიურ მოღვაწეობაში“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203