
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის IVა და IVბ კლასში პროექტი - „წარმატებული კურსდამთავრებული“ გრძელდება.
ამჯერად მოსწავლეებმა სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულს ფერმერ ჯაბა თავართქილაძეს უმასპინძლეს. საპატიო სტუმარი მოსწავლეებს გაესაუბრა და უამბო თავისი წარმატების შესახებ - თუ რა გზა გაიარა მან, იმისათვის რომ წარმატებული ფერმერი გამხდარიყო.
მან აღნიშნა, რომ პროფესიული ზრდის მიზნით იმყოფებოდა ჰოლანდიაში და სათანადო კურსები გაიარა. ჯაბა თავართქილაძე დღეს უკვე შემდგარი, წარმატებული და სხვებისათვის მისაბაძი ფერმერია.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, ეს პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებაში და სამომავლოდ სწორი პროფესიის არჩევაში.