კალინინოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს
22-11-2021

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს. 

როგორც სკოლის დირექტორი, ზამილა მამედოვა Etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რაც სწავლა დასწრებითი ფორმატით განახლდა, სკოლა დისტანციურზე არ გადასულა. სკოლის დირექცია ყველაფერს აკეთებს, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში წარიმართოს. 

„როგორც ყველა, 15 სექტემბრიდან 4-ოქტომბრამდე ვიყავით დისტრანციურად, ამის მერე ჩვენს სკოლაში ვირუსი არ დაფიქსირებულა და შეუფერხებლად ვაგრძელებთ სასწავლო პროცესს. 

გრანდიოზულ აქტივობებს არ ვატარებთ, მაგრამ საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა, ცალ-ცალკე კლასებში, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით“,- ამბობს სკოლის დირექტორი. 

ზამილა მამედოვა, ელექტრონული ჟურნალის დანერგვის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სკოლის მასწავლებლები სიახლეს მიეჩვივნენ და წარმატებით ართმევენ თავს. 

„ელექტრონული ჟურნალის გამოყენებას შევეჩვიეთ, ყველაფერს დროულად ვაკეთებთ“,- დასძენს დირექტორი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203