
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა“ დისტანციურად ჩაატარეს.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წაიკითხეს მრავალფეროვანი ლექსები და წარადგინეს ჩანახატები შემოდგომაზე.
აღნიშნული მასალებით კლასის დამრიგებელმა ნინო ვარდიაშვილმა ვიდეოკოლაჟი შექმნა და გაგვიზიარა.
იხილეთ ვიდეო: