ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის იუბილე აღინიშნა
22-11-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე საინტერესო აქტივობით აღინიშნა.

მოსწავლეები დირექტორთან ნატალია კეჭეხმაძესთან და პედაგოგებთან - თამილა ნაკაშიძესა და ლია შაინიძესთან ერთად ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმს ეწვივნენ და ოლღა ოკუჯავას გალაკტიონისადმი მიძღვნილი წერილები წაიკითხეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ამ აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„გალა-130.
სკოლის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმს ეწვივნენ და ოლღა ოკუჯავას გალაკტიონისადმი მიძღვნილი წერილები წაიკითხეს - „სიყვარულის საათები - გალაკტიონი 130“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203