მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეკოლოგ ლალი გამყრელიძეს უმასპინძლეს
22-11-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლას პროექტის - „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,  ეკოლოგი ლალი გამყრელიძე ესტუმრა.

ეკოლოგი IX, X და XI კლასების მოსწავლეებს​ კომპოსტისა და კომპოსტირების შესახებ ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დასასრულს მოსწავლეებმა სტუმართან ერთად დაასუფთავეს სკოლის ეზო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203