ჭრებალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
22-11-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საინტერესო შეხვედრა შედგა.
რაჭის ახალგაზრდულმა ასამბლეამ ჩეხეთის რესპუბლიკის „კარიტასთან“ მეორე ეტაპის თანამშრომლობა დაიწყო და პროექტში - „მწვანე აქტივობების მხარდაჭერა ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით“, ჩაერთო, რომელიც სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მიერ, ამბროლაურის და ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სუფთა სოფლის კონცეფციის გასავითარებლად ფინანსდება.
სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტარდება შეხვედრები, რომლის მიზანია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ამბროლაურის და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას სათანადოდ შეეწყოს ხელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს