თბილისის N149 საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის ჩანახატების გამოფენა მოეწყო
22-11-2021

თბილისის N149 საჯარო სკოლაში, მკითხველთა კლუბისა და სახელმწიფო ენის კათედრის წევრთა ინიციატივით, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების 130 წლის იუბილე აღინიშნა. 

საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა სკოლის დერეფანში გალაკტიონ ტაბიძის ჩანახატების გამოფენა მოაწყვეს.

„იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,

თურმე, იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი“

17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. თვითმმართველობის მიერ დაარსებული მკითხველთა კლუბისა და სახელმწიფო ენის კათედრის წევრთა ინიციატივით, 17 ნოემბერი ჩვენს სკოლაში საინტერესო აქტივობებით აღინიშნა. საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა სკოლის დერეფანში გალაკტიონ ტაბიძის ჩანახატების გამოფენა მოაწყვეს. ფერად წებოვან ფურცლებზე ჩაწერილი გალაკტიონისეული ფრაზები საკლასო ოთახებსა და მასწავლებელთა სამუშაო მაგიდებთან გამოაკრეს, სკოლის შენობაში მთელი დღის განმავლობაში მისი ლექსები და ამ ლექსებზე შექმნილი სიმღერები ჟღერდა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203