საბეჭისის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ავსტრალიის ფაუნის შესახებ პრეზენტაცია მოამზადეს
22-11-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ავსტრალიის ფაუნის შესახებ პრეზენტაცია მოამზადეს. 

მოსწავლეებს ინგლისური ენის პედაგოგი გიორგი მთიულიშვილი ხელმძღვანელობდა. 

თემის სახელი იყო - „ავსტრალიის ფაუნის მრავალფეროვნება“. აღნიშნული აქტივობით მოსწავლეებმა ავსტრალიის ცხოველთა ენდემური სახეობების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

„სკოლაში მეექვსე კლასელების მონაწილეობით ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე: „ავსტრალიის ფაუნის მრავალფეროვნება“. (ინგლისური ენის მასწავლებელი: გიორგი მთიულიშვილი). ღონისძიების მიზანი იყო, მოსწავლეებს კარგად გაეცნოთ ავსტრალიის კონტინენტზე არსებულ ცხოველთა ენდემური სახეობები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203