ნიკორწმინდის საჯარო სკოლაში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საინტერესო შეხვედრა გაიმართა
22-11-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ნარჩენების მართვას შეეხებოდა.
რაჭის ახალგაზრდულმა ასამბლეამ ჩეხეთის რესპუბლიკის „კარიტასთან“ მეორე ეტაპის თანამშრომლობა დაიწყო და პროექტში - „მწვანე აქტივობების მხარდაჭერა ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით“, ჩაერთო, რომელიც სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მიერ, ამბროლაურის და ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სუფთა სოფლის კონცეფციის გასავითარებლად ფინანსდება.
შეხვედრების მიზანია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ამბროლაურის და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას სათანადოდ შეეწყოს ხელი და სწორედ ამ მიზნით შედგა ნიკორწმინდის საჯარო სკოლაში შეხვედრა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს