2017-2018 სასწავლო წელს, საჯარო სკოლებში, საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება.
კანონმდებლობის თანახმად, საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი ხუთშაბათს, 15 მარტს განახლდება.
აღნიშნული კალენდრით საჯარო სკოლები სარგებლობენ.
კერძო სკოლები კი, სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ.