კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს საინტერესო პროექტი მიუძღვნეს
22-11-2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ფიზიკაში საინტერესო პროექტზე იმუშავეს. 

პროექტი ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს - ცერნს მიეძღვნა. მოსწავლეები პროექტის ფარგლებში ცერნისა და ბირთვული კვლევების ცენტრში მოღვაწე ქართველი მეცნიერებს საქმიანობას გაეცნენ.

მოსწავლეთა პედაგოგი მარიამ გახუტელაშვილი გახლავთ.​

მოსწავლეები პროექტზე მუშაობისას მოპოვებულ ინფორმაციას გვიზიარებენ. 

„1954 წელს საფრანგეთსა და შვეიცარიის საზღვარზე შეიქმნა მსოფლიოში ყველაზე დიდი ლაბორატორია ცერნი. კვლევებში ჩართულია 85 ქვეყნის 12000-ზე მეტი ფიზიკოსი და ინჟინერ-ტექნიკოსი. პირველი ქართველი ვინც ცერნის ლაბორატორიაში მიიწვიეს იყო გიორგი ჩიქოვანი (1928_1968), ხოლო პირველი ვინც მუდმივ პოზიციაზე დანიშნეს გახლავთ გია დვალი (1964.....). დვალი დღესაც აქტიურადაა ჩართული ფიზიკურ კვლევებში და არის მიწვეული ლექტორი არაერთ ქვეყანაში. ცერნის ლაბორატორიაში ქართველები ხელმძღვანელობენ ორ ცენტრალურ ექსპერიმენტს ATLAS და CMS. აქ შეიქმნა ინტერნეტი, www...სისტემა, რომელიც შემდგომ უსასყიდლოდ გადაეცა მთელს მსოფლიოს, ასევე შეიქმნა DVD სისტემა, ტომოგრაფის აპარატი და სხვა მრავალი სამედიცინო-სადიაგნოსტიკო აპარატი“.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203