ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა შემოდგომა ღონისძიებით „გააცილეს“
22-11-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა „ოქროსფერი შემოდგომა“ საზეიმოდ გააცილეს.
ნიჭიერმა მოსწავლეებმა შემოდგომის ნობათი გამოფინეს და თემატური ლექსები წაიკითხეს. ჯადოსნური გარემოს შექმნაზე კი პირველი კლასის დამრიგებელმა, ინგა ტაკიძემ და მშობლებმა იზრუნეს.
„ბარაქიანი შემოდგომის დიდებულებას კარგად ასახავდა საზეიმოდ მორთული საკლასო ოთახი, სადაც „გაცოცხლებული“ იყო შემოდგომა სოფელში. პატარებმა გამოფინეს შემოდგომის ნობათი, წაიკითხეს ლექსები და ისაუბრეს, თუ რამდენად ბარაქიანია შემოდგომა სოფელში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს