კარაპეტის საჯარო სკოლაში შემოდგომას ფესტივალი მიეძღვნა
22-11-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაპეტის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის მონდომებულმა მოსწავლეებმა ამჯერად შემოდგომის ფესტივალი გამართეს.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ამოავლეს ჩურჩხელები და საშემოდგომო ნობათით სავსე კუთხე მოაწყვეს.

აქტივობაში მოსწავლეები აქტიურად და მონდომებით მონაწილეობდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203