„პირველკლასელები „ამბებად ქცეული მათემატიკის“ თანამონაწილენი გახდნენ“- თბილისის N37 სკოლის საინტერესო გაკვეთილი
22-11-2021
თბილისის N37 საჯარო სკოლაში „ტელესკოლის„ მასწავლებელს, დაჩი ნანობაშვილს უმასპინძლეს. 

დაჩი ნანობაშვილმა I კლასის მოსწავლეებს მათემატიკის საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული გაკვეთილი ჩაუტარა.

როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მოსწავლეები გაკვეთილის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ და პედაგოგის მორიგ გაკვეთილს მოუთმენლად ელოდებიან.

„პირველკლასელები უეცრად „ამბებად ქცეული მათემატიკის“ თანამონაწილენი გახდნენ.   გაკვეთილი იმის დასტური აღმოჩნდა, რომ „სწავლება თამაშით“ განსაკუთრებულად იზიდავს ბავშვებს ცოდნის სამყაროსკენ. პირველკლასელები სიხარულით დაელოდებიან რატი მასწავლებლის მორიგ სტუმრობას“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203