წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაციის მეცნიერმუშაკს უმასპინძლეს
22-11-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში იმერეთის არასამთავრობო ორანიზაცია „სპექტრის“, მეცნიერმუშაკ პროფესორ ელენე გამყრელიძეს უმასპინძლეს.
იგი დაწყებითი კლასების კათედრას ესტუმრა. მე-2ა კლასში წელიწადის დროების შესახებ გაკვეთილი მოისმინა.
ელენე გამყრელიძემ მოსწავლეები სახატავი ალბომებითა და სერთიფიკატებით დაასაჩუქრა. მან დაწყებითი საფეხურის სხვა კლასებიც მოინახულა და მოსწავლეები გაახარა.
„სკოლის დაწყებითების კათედრას ესტუმრა იმერეთის არასამთავრობო ორანიზაციის - „სპექტრი“, მეცნიერმუშაკი პროფესორი ქალბატონი ელენე გამყრელიძე. მან მე-2ა კლასში (ხელმძღვანელი ელისო მეტრეველი) მოისმინა გაკვეთილი „წელიწადის დროები“, განსაკუთრებით მოეწონა ნარჩენი მასალებისგან შექმნილი ნაკეთობები. აღნიშნა, რომ ჯგუფს ჩამოყალიბებული აქვს ცხოველთა დაცვის კლუბი სახელწოდებით „მზრუნველები“, რომლის ფარგლებში ბავშვებმა დაამზადეს ფრინველთა სახელები, რომელთაც განათავსებენ სკოლის მიმდებარე ტყეში და იზრუნებენ მათ საკვებზე“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს