კვატიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს კედლის გაზეთი მიუძღვნეს
22-11-2021
დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლაში გაკალტიონ ტაბიძის დაბადების დღეს ღონისძიება მიეძღვნა.
მეცხრე კლასის მოსწავლეებმა სპეციალურად ამ დღისათვის, კედლის გაზეთი მოამზადეს, რომელიც მთლიანად პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას დაეთმო. ასევე, გაკალტიონ ტაბიძის პირადი წერილების კუთხე მოაწვყეს და ალბომი დაამზადეს.
მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
„გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის იუბილე პანდემიის გათვალისწინებით მოკრძალებულად აღინიშნა. მეცხრე კლასის მოსწავლეებმა სპეციალურად ამ დღისთვის მოამზადეს კედლის გაზეთი, მოაწყვეს გალაკტიონ ტაბიძის პირადი წერილების კუთხე და ხელნაკეთი ფოტოალბომი დაამზადეს. ასევე, წერილების საშუალებით ისაუბრეს პოეტის შემოქმედებით მიღებულ შთაბეჭდილებებზე“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს