„კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს პატარებმა დამსწრე საზოგადოებას“- ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში შემოდგომას ღონისძიება მიეძღვნა
22-11-2021
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში შემოდგომას ღონისძიენა მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა შემოდგომის ზეიმი სკოლის ეზოში გამართეს. 

აღნიშნულ აქტივობაში მათი ხელმძღვანელები ხელოვნების მასწავლებელი ნანა ჩირგაძე, დაწყებითი საფეხურის პედაგოგები მარიზა კაკაურიძე, დალი აბაშიძე და ნონა მაჭარაშვილი იყვნენ.

სკოლის ეზოში მოეწყპ კუთხე, სადაც შემოდგომის ნობათი იყო დალაგებული. მოსწავლეებმა წელიწადის ეს სეზონი ლექსებითა და სიმღერებით გააცილეს.


„აქეთ კვახის გორებია, იქ ვაშლები ყრია..წითელ-ყვითელი ატმები, მსხალი თუ ხურმა, ჭერამი, თხილი,კომში, ქარვისფერი მტევნები.
მონაწილე მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები, სიმღერები, სახალისო ნომრები და წარმოადგინეს ორიგინალური სკეტჩები. „ცა საავდროდ მოიღრუბლა, ქარი დაქრის აშარი...“
ხმელი ფოთოლები ჰაერში დაფრიალებენ...შემოდგომა გვემშვიდობება...                                          კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს პატარებმა დამსწრე საზოგადოებას“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203