ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილის ფარგლებში, საინტერესო კვლევა ჩაატარეს.
მეხუთე კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების პედაგოგ თინა მორჩილაძის ხელმძღვანელობით, კვლევა - „სოფლის მდინარის სიჩქარის განსაზღვრა“, ჩაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ამ აქტივობაში დიდი ინტერესით, მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
კვლევის მიზანიც მიღწეულია და მათ მდინარის სიჩქარე დაადგინეს.
იხილეთ ფოტოები: