„ბულინგი და ლიტერატურა“ - დეხვირის საჯარო სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
22-11-2021
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, თამარ ჩაკვეტაძემ სასწავლო-სააღმზრდელო ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაცია თემაზე - „ბულინგი და ლიტერატურა“ მოაწყო.
„მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებული პოსტერები და ბუკლეტები შექმნეს მოწოდებებით - „არა ბულინგს“, „არ დაჩაგრო, ემეგობრე“, „ჩვენ ვგმობთ ძალადობას და შენ?!“. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოსწავლეების მინი გამოფენა და თემასთან დაკავშირებული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციის ჩვენება გაიმართა. პრეზენტაციას დაესწრნენ პედაგოგები და სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები. ისინი აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში, გაცვალეს საკუთარი და სხვისი მაგალითები, იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის გზებზე და კიდევ ერთხელ, ერთხმად მტკიცე უარი განუცხადეს ჩაგვრას, ზეწოლას და ძალადობას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს