ალერტკარის საჯარო სკოლაში ვანო სარაჯიშვილს ღონისძიება მიეძღვნა
22-11-2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში ვანო სარაჯიშვილის გარდაცვალების დღეს საღამო -„ვანოობა“, მიეძღვნა. 

აღნიშნული საღამოს ინიციატორი და ხელმძღვანელი მუსიკის მასწავლებელი თინათინ ლაგვილავა იყო. 

მასში მეხუთეკლასელები მონაწილეობდნენ. მოსწავლეები ამ აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„სკოლაში გაიმართა ქართველი შემსრულებლის, ქართული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის, საქართველოს ბულბულად წოდებული ვანო პეტრეს ძე სარაჯიშვილის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილი საღამო - „ვანოობა“. ღონისძიება წარადგინეს მე-5 კლასის მოსწავლეებმა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203