თამარისის N1 საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიება გაიმართა
22-11-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლაში ამჯერად საერთაშორისო პროექტი - „სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა / Open Fun Football Schools“ განხორციელდა; აქტივობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და მარნეულის სპორტული სკოლის ორგანიზებით შედგა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასრულების შემდგომ მონაწილეებს საჩუქრად ბურთები და მაისურები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203