ყოროლისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
22-11-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
მოსწავლეებმა ამჯერად ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება გამართეს.
ნიჭიერმა მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში ტოლერანტობის, თანასწორობისა და დისკრიმინაციის შესახებ ესეები წარადგინეს. მე-11 კლასის მოსწავლეებმა - ნინი ფუტკარაძემ და ლუკა ბერიძემ დისკრიმინაციის საკითხებზე პრეზენტაცია მოამზადეს და ცნობიერების ამაღლების მიზნით დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს. მოსწავლეებმა აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით ასევე ნახატებიც წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მე-6 კლასის სსსმ მოსწავლე საბა ფაღავა აქტიურად იყო ჩართული.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს