ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყეს
22-11-2021
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დაწყება განსაკუთრებული აქტივობებით იზეიმეს.
პატარა მოსწავლეებს მაისურებზე ქართული ანბანის ასოები ეწერათ და გაკვეთილზე ასევე, ასოების შესაბამისი ორცხობილებიც ჰქონდათ დამზადებული. ბავშვები სახალისო თამაშშიც ჩაერთვნენ, რომლის მიხედვითაც მაისურზე გამოსახული ასო ბგერის შესაბამისი ორცხობილა უნდა მოეძებნათ და დაეგემოვნებინათ.
ასევე, დაფაზე „აი ია“ და ანბანის ასოები ლამაზად იყო დახატული. სახალისოდ გაფორმებული ასოები პირველკლასელებს მეხუთე კლასის მოსწავლეებმა დაუხატეს. ეს ორიგინალური აქტივობაც ქართული ანბანის უკეთ გაცნობას ემსახურებოდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ სკოლის ეზოში „აი იას“ წარწერიანი ბუშტებით მშობლებმა ბავშვებს ანბანის შესწავლის დაწყება მიულოცეს და თითოეულ მათგანს სწავლაში მხარდაჭერა გამოუცხადეს.
პატარა ნიჭიერმა და მონდომებულმა პირელკლასელებმა პირველ გაკვეთილზე წინადადება „აი ია“ შეისწავლეს და გააფერადეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს