შავსაყდრის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ფერადი შემოდგომა“, გაიმართა
22-11-2021

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლაში შემოდგომას ღონისძიება მიეძღვნა.

მოსწავლეები აქტივობაში, რომლის სახელიც „ფერადი შემოდგომა“ იყო, პედაგოგ ნანა თეგაძის ხელმძღვანელობთ ჩაერთნენ. 

მათ შემოდგომას სხვადასხვა ნახატი თუ მაკეტი მიუძღვნეს. სკოლაში მოეწყო კუთხეც, სადაც შემოდგომის ნობათი იყო დალაგებული. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს მშობლებიც ეხმარებოდნენ. 

„ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებმა შეძლონ გარემოს უკეთესად აღქმა, საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა, დაკვირვება და დასკვნის გაკეთება, აღრიცხვა, მონაცემთა ორგანიზება.
ბევრმა მოსწავლემ უდიდესი ინტერესი გამოიჩინა, გასაკუთრებით მე-7 კლასის მოსწავლემ მალხაზი გელაშვილმა, მეორე კლასის მოსწავლეებმა: მარიამ ინაშვილმა, ნატალია სულხანიშვილმა, ბარბარე კედელაშვილმა და ბარბარე ბუჩუკურმა“,- წერს პედაგოგი ნანა თეგაძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203