ქვედა საზანოს N3 სკოლის მოსწავლეებმა, კონკურსის ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ საინტერესო ესეები მოამზადეს
22-11-2021

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ესეების კონკურში მიიღეს მონაწილეობა. 

კონკურსის სახელწოდებაა „მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს“.

მასში სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. შექმნეს ესეები, რომლებშიც აღნიშნული საკითხის ირგვლივ თავიანთი მოსაზრებები გადმოსცეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, თუ როგორ უნდა შეუწყოს ხელი მოზარდს საზოგადოებამ და ოჯახმა. 

სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეებით და ამ კონკურსში წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ესსეები შემდეგ ბმულებზე:

ესე1

ესე2

ესე3

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203