სალიბაურის N2 სკოლის მოსწავლეებმა, კონკურსის ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ საინტერესო ესეები მოამზადეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის VII-IX კლასების მოსწავლეები ესეების კონკურსში - „მე ვირჩევ ჯანსაღი ცხოვრების წესს“, მონაწილეობდნენ. აღნიშული კონკურსის ფარგლებში, მათ ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ესეები როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად მოამზადეს.
„კონკურსზე მოსწავლეებმა გადმოსცეს თავიანთი მოსაზრებები, თუ როგორ ესმით ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა, როგორ უნდა დაიცვას მოსწავლემ ცხოვრების ჯანსაღი წესი, ასევე, როგორ უნდა შეუწყოს ხელი საზოგადოებამ, ოჯახმა, სკოლამ, რომ მოზარდმა არ შეიძინოს მავნე ჩვევები და არ განუვითარდეს ქცევითი დამოკიდებულება. მოსწავლეებმა საკონკურსო ნამუშევრებში წარმოადგინეს პრობლემის გადაჭრის საკუთარი ხედვა“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საუკეთესო საკონკურსო ნამუშევრის გამოვლენის მიზნით შეიქმნილმა კომისიამ 9 საკონკურსო თემიდან, 6 საუკეთესო გამოავლინა.
ეს 6 თემა კი რესურსცენტრში მუნიციპალურ ტურში მონაწილეობისათვის წარადგინეს.
იხილეთ ფოტოები: