რუსთავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტი პროფესიული ორიენტაციის პროგრამას დაუფინანსებს
19-11-2021
რუსთავის N5 საჯარო სკოლას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი გადაეცა.

აღნიშნული გრანტით, 2021 -2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სკოლის X​-XII​ კლასის მოსწავლეებს და მათ დამრიგებლებს პროფესიული ორიენტაციის პროგრამა სრულად დაუფინანსდებათ. ​

„სიხარულით და სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ რუსთავის N5 საჯარო სკოლას მეგობრობის ხელი გამოუწოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და აიღო პასუხისმგებლობა, სრულად დააფინანსოს 2021-2022 სასწ. წლის „პროფესიული ორიენტაციის პროგრამის“ პროექტში ჩვენი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობა. მადლობა ჩვენს მეგობარ უნივერსიტეტს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203