
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-2 კლასში შემოდგომის ზეიმი ჩატარდა.
მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
ღონისძიებას უძღვებოდნენ კლასის დამრიგებელი რუსუდან ლობჟანიძე და მუსიკის მასწავლებელი ხათუნა იობაშვილი.
„გამოფენილი იყო შემოდგომის ბარაქიანი მოსავალი. თავს იწონებდნენ მინიატურული საწნახელი, ქვევრი, დოქები, კეცი, გიდელი, კალათები, ქართული ურემი. შემოდგომის ფოთლები აგვირგვინებდნენ ამ სილამაზეს.
კარგად წარმოაჩინეს მოსწავლეებმა შემოდგომის თვეები: ენკენისთვე, ღვინობისთვე, გიორგობისთვე.
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს საქართველოს-ოქროს საწნახელს, სამოთხისდარ იმერულ გიორგობისთვეს.
წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს და იმღერეს. ბოლოს წარმოადგინეს ინსცენირება: „ბავშვები და შემოდგომა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: