„მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება“ - ძველი ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კედლის გაზეთი გამოუშვეს
19-11-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს.

მათი პროექტი იყო „მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება“. მოსწავლეებმა აღნიშნული თემის გარშემო ინფორმაცია მოიძიეს, ისაუბრეს  „უოთერგეიტის სკანდალისა“ და „პენტაგონის ქაღალდების“ შესახებ.

მათ კედლის გაზეთიც მოამზადეს. პროექტის ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მარიამ იაკობიძე იყო.

„მე-9 კლასის მოსწავლეებმა 11-18 ნოემბერს იმუშავეს პროექტზე „მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება“.
პროეტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაცია „უოთერგეიტის სკანდალსა“ და „პენტაგონის ქაღალდების“ შესახებ და მოამზადეს კედლის გაზეთი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203