ბარათაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
19-11-2021
ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად და დიდი ინტერესით ასრულებენ.
ამჯერად, დავალება მეექვსე კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს.
მათ ნივთები ქართული ჩუქურთმებისა და ორნამენტების ელემენტების გათვალისწინებით დაამზადეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ამ აქტივობით შემოქმედებითი ნიჭი და უნარები გამოავლინეს.