გაიცანით, ჩიხარეშის საჯარო სკოლის პატარა მხატვარი გიორგი ონიანი
19-11-2021
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლას ნიჭიერი მოსწავლე გიორგი ონიანი ჰყავს, რომელიც კარგად სწავლის გარდა, შემოქმედებითი ნიჭითაც გამოირჩევა.
გიორგი ონიანი საინტერესო ნახატებს ქმნის და სიამოვნებით უზიარებს მას ფართო აუდიტორიას. როცა მისი ნამუშევრები მოსწონთ, ეს გიორგისთვის დამატებითი მოტივაციაა.