მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა მოსწავლეებისთვის სასწავლო ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და გახალისებაზე ზრუნავს
19-11-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის გუნდმა  შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ გახალისდეს და უფრო საინტერესო გახდეს თანასკოლელებისთვის სასწავლო ცხოვრება და აქტივობები. 

სკოლიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამისათვის გუნდი დაიყო ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი სათავეში ჩაუდგა კლუბებს, რომლებიც მოსწავლეთა ინიციატივით შეიქმნა. ჩამოყალიბდა შემდეგი კლუბები - „ინტელექტი“, „მწიგნობარი“ და „ხელოვანი“. კლუბების შექმნის მიზანია ურთიერთთანამშრომლობა და ჯგუფური კავშირი - დაეხმარე მეგობარს, ასწავლე და დაარწმუნე.

„ამ ეტაპზე კლუბ „ინტელექტის“ ხელმძღვანელმა ჯგუფმა მეორე კლასში ინტელექტუალური თამაში - „ვიქტორინა“ ჩაატარა, რამაც ძალიან გაახარა პატარები .. თამაშები კვლავაც გაგრძელდება შემდგომ კლასებში. ვუსურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203