დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა
19-11-2021
მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეები ღონისძიებაში დიდი ინტერესით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის ლექსები, წერილები და გაეცნენ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას.
დიდი ქართველი პოეტი და გენიოსი გალაკტიონ ტაბიძე 17 ნოემბერს დაიბადა. წელს, ბუმბერაზი პოეტის დაბადებიდან 130 წელი გავიდა.