ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებულ კურსდამთავრებულს, ნეფროლოგ ლელა ზოიძეს შეხვდნენ
19-11-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლაში პროექტი - „წარმატებული კურსდამთავრებული“ გრძელდება. 

IV და IV კლასის მოსწავლეები კვლავ შეხვდნენ ჭარნალის საჯარო სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულს - ნეფროლოგ ლელა ზოიძეს.

სკოლიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ის გაესაუბრა მოსწავლეებს, მისცა რჩევა-რეკომანდაციები სწავლასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა დაუსვეს კითხვები: როგორ გახდა წარმატებული? რა დაეხმარა მიზნის დასახვაში? რომელი მასწავლებელი და საგანი უყვარს და ა.შ. რაზეც მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს.

„ყოველივე ეს მოსწავლეებს დაეხმარება სწავლისადმი მოთხოვნილებების ამაღლებაში და სამომავლო მიზნების დასახვაში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203