ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორიო დღე აღნიშნეს
19-11-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ღონისძიება ზემო წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორის ნატალია კეჭეხმაძისა და სამოქალაქო განათლებისს პედაგოგის ნინო თურმანიძის ინიციატივით ჩატარდა.

მოსწავლეებმა მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარმოადგინეს. 

20 წელზე მეტია გაეროს გადაწყვეტილებით ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება და ხაზს უსვამს იმ პრინციპის მნიშვნელობას, რაც ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203