„ჭკვიანი ძაღლები“ - ძენწმანის საჯარო სკოლის მოსწავლემ საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულა
19-11-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლაში მე-3 კლასელმა სესილი ცინცაძემ კომპლექსური დავალების ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოები „ჭკვიანი ძაღლები“ დაამუშავა.

კომპლექსური დავალება მოსწავლემ მასწავლებლის ცირა აბულაძის დახმარებით წარმატებულად შეასრულა, საინტერესოდ და ნაყოფიერად იმუშავა და შექებაც დაიმსახურა.

კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, რომელსაც თავად მოსწავლე ქმნის. დავალების ეს ტიპი მოიცავს რამდენიმე დავალებას ერთად: მოძიებას, დალაგებას, მსჯელობას, პრეზენტაციას. ის შეიძლება იყოს ინდივიდუალურიც და ჯგუფურიც.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203