ქუთაისის N40 საჯარო სკოლამ საპატიო სტუმარს უმასპინძლა
19-11-2021
ქუთაისის N40 საჯარო სკოლამ მათემატიკის მასწავლებელს, „ევერესტის“ დამფუძნებელს, წიგნების ავტორს, მასწავლებლის ჯილდოს ფინალიტსა და ტელესკოლის წამყვანს დაჩი ნანობაშვილს უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში საპატიო სტუმარმა მასტერკლასი ჩაატარა, რითაც პატარა მოსწავლეები განსაკუთრებით გაახარა და მათი მოტივაცია გაზარდა.

„დღეს ვუმასპინძლეთ არაჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც ყველა ასაკის მაყურებელი ჰყავს. ძნელია გადმოვცეთ ემოცია და განწყობა. უბრალოდ გვსურს, რომ ბევრი დაჩი ნანობაშვილი იყოს ქართულ სკოლებში!“, -ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203