„სკოლაში აბსოლუტურად ყველა რეგულაცია მკაცრად კონტროლდება“ - ვარევანის საჯარო სკოლის დირექტორი ტირუნ მელიქიანი
19-11-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის საჯარო სკოლა 4 ოქტომბრიდან სწავლების დასწრებულ რეჟიმზე იმყოფება. ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გართულების მიუხედავად სკოლა რეგულაციების დაცვით ახერხებს, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში შეინარჩუნოს.

ვარევანის სკოლის დირექტორი ტირუნ მელიქიანი Etaloni.ge-სთან 2021-2022 სასწავლო წლის მიმდინარეობას აფასებს:

„დასწრებითი ფორმატის სწავლებაზე ვართ უკვე თითქმის ორი თვეა. აბსოლუტურად ყველა რეგულაცია მკაცრად კონტროლდება -  იქნება ეს დეზობარიერი, თერმოსკრინინგი, ნიღბების ტარება თუ დისტანციის დაცვა. მოსწავლეები და მშობლები მოხარული არიან, რომ სკოლაში სიარული შეუძლიათ. მკაცრად და ფრთხილად ეკიდებიან ყველაფერს, იმისთვის რომ შეძლონ სკოლის კედლებში სწავლის დასრულება“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203