თბილისის N23 სკოლის მოსწავლემ, ტანმოვარჯიშე თეონა ნახუცრიშვილმა საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზა
19-11-2021

12- 13 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე თეონა ნახუცრიშვილი საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციამ დააჯილდოვა. 

მოსწავლე მონაწილეობდა საქართველოს პირველობაში ახალგაზრდებს შორის, სადაც დაიკავა პირველი ადგილი მრავალჭიდში - ​რგოლით, ბურთით ვარჯიშში. გურზებით (ბულავებით) კი მეორე ადგილი.

სკოლა მოსწავლის წარმატებით ამაყობს და წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203