ახოს N1 საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
19-11-2021

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მანანა ცინარიძის ხელმძღვანელობით დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს პოეზიის მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მხატვრულად წაიკითხეს მისი ლექსები. ღონისძიების დასასრულს დაიგეგმა თვეში ორჯერ, სკოლის ბიბლიოთეკაში „პოეზიის ხუთი წუთის“ ჩატარება და გამოჩენილი ქართველი პოეტების ლექსების მხატვრული კითხვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203