გოკიოს საჯარო სკოლაში შემოდგომას ღონისძიება მიეძღვნა
19-11-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლაში შემოდგომას ღონისძიება მიეძღვნა. 

ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა ვაზგანუშ აკოპიანმა მოსწავლეები ბუნებაში გაიყვანა.

მოსწავლეებმა წელიწადის ამ სეზონისა და ბუნების შესახებ ისაუბრეს. მათ პეიზაჟებიც დახატეს.

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„რადგან პანდემიის გამო დიდი ღონისძიებები არ შეიძლება, ჩვენ პატარა აქტივობა ჩავატარეთ. ვიყავით გარეთ, ვისაუბრეთ ბუნებაზე და დავხატეთ შემოდგომის ბუნება“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203