დეხვირის საჯარო სკოლაში ახალრეაბილიტირებული სპორტული მოედნის გახსნა სახალისო აქტივობებით აღინიშნა
19-11-2021

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. 

სპორტული მოედნის გახსნა სკოლაში საზეიმო და სახალისო აქტივობებით აღნიშნეს. 

„შენდება და მშვენდება ჩვენი სკოლის ეზო... ახლახან დასრულდა სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

საზეიმო და სახალისო აქტივობებით აღვნიშნეთ ახალრეაბილიტირებული სპორტული მოედნის გახსნა.

სკოლის გარემოს ბუნებრივი და ხელოვნური სიმწვანის ერთობლივი ჰარმონია, ახარებს და ახალისებს სკოლის საზოგადოებას.

ახალი სპორტული კერა გაამრავალფეროვნებს შემოქმედებით ცხოვრებას სკოლაში და უზრუნველყოფს ჯანსაღი თაობის აღზრდა-განვითარებისა და სასწავლო პროცესის ამაღლების ხარისხს. მადლობა, ყველას!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203